შპს აგრო გრინს ქობულეთში სოფელ ალამბარში გააჩნია სასათბურე მეურნეობის ტერიტორია 60000 კვადრატულ მეტრზე. აქედან 23500 კვადრატულ ფართობზე განთავსებულია სათბურები, სადაც ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ბოსტნეულის მოყვანა.

მოგვყავს 14 სახეობის ბოსტნეულის კულტურა. გასულ წელს ჩვენს სასათბურე მეურნეობაში განვახორციელეთ  ჩითილების გამოყვანის საცდელი პროგრამა , რაც წარმატებით განხორციელდა, მივიღეთ მაქსიმალური შედეგი. მიმდინარე წელს ვახორციელებთ ბოსტნეულის სხვადასხვა სახეობის ჩითილების გამოყვანას , როგორც საკუთარი მეურნეობის მოხმარებისთვის , ასევე ფერმერებისთვის.

ბოსტნეული კულტურა , რომელიც მოგვყავს სასათბურე მეურნეობაში , არის როგორც ქართული ასევე უცხოური ჯიშები, რამაც დაიმსახურა მოწონება შემსყიდველი კომპანიების მიერ.

ძირითადად სასათბურე მეურნეობაში დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა , ასევე დაგეგმილი გვაქვს წლის განმავლობაში რამოდენიმეჯერ ჩატარდეს ტრეინინგი ჩვენი აგრონომის მიერ , რომელიც შეასწავლის ადგილობრივ მოსახლეობას და დაინტერესებულ ფერმერებს ბოსტნეულის მოყვანისა და მოვლის წესებს.