თავდაპირველად საჩითილე კასეტებში ვთესავთ თესლს და მაქსიმუმ 30 დღეში არის სათბურების ნიადაგში გადარგვის ფაზაში, შემდეგი პროცესი არის მოვლა, ტემპერატურის კონტროლი სათბურებში, საჭიროების შემთხვევაში გარკვეული საკვები სასუქების მიცემა.

საერთო ჯამში ჩითილის თესლის ჩათესვიდან 2-4 თვის შიგნით (სხვადასხვა კულტურას ჭირდება სხვადასხვა პერიოდი) ხდება მოსავლის აღება.

გვაქვს შემდეგი სახის ბოსტნეულის ჩითილები:ბროკოლი ლაკი, ბადრიჯანი რაფი, ცხარე წიწაკა ლობნა, სალათის ფოთოლი ესტონი, სალათის ფოთოლი პინოკიო, სალათის ფოთოლი ვილი, ვარდისფერი პომიდორი ტორბეი, პომიდორი ტომსკი, კიტრი ჰერაკლე, კიტრი ევოლუცია, ტკბილი წიწაკა.